დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნავთობის ფასი ბარელზე $81-ს გადასცდა

ნავთობის ფასი ბარელზე $81-ს გადასცდა

14-07-2023 14:30:20

Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსების ფასი სექტემბრის მიწოდებისთვის ლონდონის ICE ბირჟაზე 2023 წლის 26 აპრილის შემდეგ ბარელზე $81 პირველად გადასცდა. რასაც  საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის მონაცემები მოწმობს.

ბირჟის მონაცემებით, Brent-ის ფასი 1,21%-ით გაიზარდა და ბარელზე 81,17 დოლარი შეადგინა.

მანამდე, 7 ივლისს ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი 0,28 დოლარით (0,37%) გაიზარდა და ბარელზე 76,80 დოლარი შეადგინა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხშაბათს, 12 ივლისს, რუსული „ურალის“ ტიპის ნავთობის ძირითადი ი საექსპორტო ფასმა, G7-ის ქვეყნების მიერ დადგენილ ფასს ბარელზე 60 დოლარს გადააჭარბა.

ნოვოროსიისკის პორტში გადაზიდვით ნედლეულის ღირებულებამ 60,78 დოლარი შეადგინა. ამასთან, ზაფხულის დასაწყისში ურალის ფასი ბარელზე 52 დოლარი იყო.

საკონსულტაციო კომპანია Energy Aspects Ltd-ის გეოპოლიტიკის ხელმძღვანელი რიჩარდ ბრონცი მიიჩნევს, რომ ფასების ზრდაზე გავლენას ახდენს ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტის გაფართოება, დასავლური მზღვეველების ალტერნატივების გაჩენა და გადახდის მეთოდები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები