2023 წლის სექტემბერში ნავთობის ფასი თვიურად 9.7%-ით გაიზარდა, რაც საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ წარმოების შემცირების წლის ბოლომდე გაგრძელებამ გამოიწვია. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
ანალიტიკოსები ნავთობის ფასის 100 აშშ დოლარამდე გაზრდას ელიან, თუმცა მის ამ ნიშნულზე შენარჩუნებას ცოტა პროგნოზირებს.
Goldman Sachs-ის პროგნოზით, ამერიკული ნავთობი 2023 წლის მე-4 კვარტალში 88 აშშ დოლარის ირგვლივ დასტაბილურდება, Barclays კი ევროპული ნავთობის ფასს 92 აშშ დოლარის ფარგლებში ვარაუდობს (84 აშშ დოლარი 2023 წლისთვის).
ანალიტიკოსების აზრით, მოთხოვნა მცირდება (ამერიკელები ნაკლებს მგზავრობენ, ჩინეთი თავისი ნავთობის მარაგს იყენებს, ინვესტორების long პოზიციები მაქსიმუმზეა), ხოლო მიწოდება იზრდება (თუ ფასები საგრძნობლად მოიმატებს, მოსალოდნელია რომ საუდის არაბეთი გაზრდის წარმოებას).
უახლესი