დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავამ Visa-ს საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ Visa-ს საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

11-12-2023 19:59:26

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ Visa-ს საქართველოში ოპერირების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმზე გამართული დისკუსიების ფარგლებში გადახდების ეკოსისტემაში არსებული გლობალური ტრენდები, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს.

ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას, Visa-ს წარმომადგენლობას საქართველოში იუბილე მიულოცა და პარტნიორობის ფარგლებში მნიშვნელოვან მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ გასული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში Visa-სთან თანამშრომლობამ ხელი შეუწყო საქართველოში ფინანსური სერვისებისა და საგადახდო სისტემების ლანდშაფტის ტრანსფორმაციას და ეროვნული ბანკის ერთ-ერთი კანონით დაკისრებული ამოცანის საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრად და ეფექტიანი ფუნქციონირების განვითარებას.

"დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორობა შემდგომშიც განვითარდება, რაც მომავალში მეტ პროგრესს და თანამშრომლობას მოგვიტანს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ უახლესი ტექნოლოგიების დანერგვისა და ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობის მიზნით, Visa-მ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა გადახდების სისტემის ფორმირებაში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები