დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავამ ADB-ისა და "კრედო ბანკს" შორის აგრომეწარმეების მხარდამჭერი გარიგების  გაფორმების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ ADB-ისა და "კრედო ბანკს" შორის აგრომეწარმეების მხარდამჭერი გარიგების გაფორმების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

19-02-2024 19:27:00

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ აზიისგანვითარების ბანკსა (ADB) და კრედო ბანკს შორის 65 მლნ ლარის (დაახლოებით 25 მილიონი აშშდოლარის) სასესხო ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ხელშეკრულებამიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობას სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, გადამუშავებასა და ვაჭრობაში.  განსაკუთრებული ყურადღება ქალი მეწარმეების მხარდაჭერასდაეთმობა. 


ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოსმასშტაბით ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდაში, განსაკუთრებით კი რეგიონებში.


"ფინანსური სექტორის როლი გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაშიუმნიშვნელოვანესია და კრედო ბანკს დიდი წვლილი მიუძღვის ამ პროცესში მიკრო, მცირე და საშუალობიზნესების მხარდაჭერაში. ფაქტი, რომ აზიის განვითარების ბანკი ადგილობრივ ვალუტაშიდენომინირებულ ობლიგაციებს გამოსცემს, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ის არის საქართველოსკაპიტალის ბაზრების განვითარების მოწინავე მხარდამჭერი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, საქართველოს მდგრადი და ინკლუზიურიზრდისთვის, ასევე, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სხვადასხვა საინვესტიციო პროგრამის საშუალებითADB-ი საქართველოს სულ მცირე 1.5 მილიონ მოქალაქეს ეხმარება სიცოცხლისუნარიანობის დაცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.


"ბოლო ორი წლის განმავლობაში ADB-მ განახორციელა ინვესტიციები მწვანე, გენდერულ დამდგრადობასთან დაკავშირებულ ბონდების გამოშვებაში. მათი გამოშვება კი საქართველოს ეკონომიკისსხვადასხვა სექტორში, მოქმედი ქართული კომპანიების მიერ განხორციელდა. მათ შორის იყო პირველილარით დენომინირებული გენდერული და მწვანე ბონდები, რომლებიც გასულ წელს გამოუშვეს. ამსაკრედიტო რესურსის ლარით დენომინირება პირდაპირ უკავშირდება სებ-ის მიზანს, ხელი შეუწყოსმდგრად დაფინანსებას და მიმართოს სახსრები გარემოსდაცვითი და სოციალური მიზნებისშესასრულებლად", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მან ასევე ხაზი გაუსვა ADB-სა და კრედო ბანკს შორის შეთანხმების ფარგლებში სოფლად მცხოვრებიმოსახლეობისა და ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და აღნიშნა, ეს აქცენტი მთელი საქართველოსმასშტაბით სოციალური პროექტების მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა. მისივე თქმით,  ქალიმეწარმეები საკრედიტო რესურსებზე წვდომის მხრივ კვლავაც აწყდებიან სირთულეებს.


"ქალთა ფინანსური განათლების გაუმჯობესებისა და მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობისგამარტივების ინიციატივები ამ ბარიერების აღმოფხვრაში დაგვეხმარება" - დასძინა ნათია თურნავამ.


მსგავსი სიახლეები