საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საფრანგეთის ელჩს საქართველოში შერაზ გასრის შეხვდა.
ნათია თურნავამ საფრანგეთის ელჩს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა საერთაშორისო სანქციების ერთგული რჩებიან. შეხვედრაზე სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ელჩს დეტალურად გააცნო ინფორმაცია ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესახებ.
გაცნობით შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ნაბიჯებზე, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
უახლესი
5 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა14 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა17 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა