მოხარულები ვართ, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმასაქართველო ბაზრის განვითარების წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათიათურნავამ EBRD-ის ხაზინისა და სებ-ის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაშისაქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების ახალი ანალიზის პრეზენტაციაზეგანაცხადა.
ერთობლივ ღონისძიებაზე EBRD-ის ხაზინამ და სებ-მა ოფიციალურად წარმოადგინესნაშრომი სათაურით "ფინანსური ბაზრის განვითარების საფუძვლების შექმნა: ევროპისრეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საქართველოში მუშაობის 10-ზემეტი წლის რეტროსპექტივა". ნაშრომში მოცემულია საქართველოს ფინანსურილანდშაფტის ფორმირებაში EBRD-ის, ეროვნული ბანკის და ადგილობრივი ფინანსურიინსტიტუტების ჩართულობის ანალიზი.
ნაშრომი შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით მომზადდა.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ორ მნიშვნელოვან ელემენტზე:ადგილობრივ ეკონომიკაში ქართული ლარის როლის გაზრდაზე და რეალურიეკონომიკის მდგრადი და ჯანსაღი დაფინანსებისთვის საჭირო ინსტრუმენტებისა დაინფრასტრუქტურის შექმნაზე.
ნათია თურნავას თქმით, EBRD-ის ხაზინის მიერ წარმოდგენილ ანალიზში კიდევერთხელ არის ხაზგასმული, რომ საქართველო პატარა ქვეყნის საინტერესო მაგალითიაღია ეკონომიკითა და ფინანსური სექტორით და მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა,წარმატებას მიაღწია.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ეროვნულიბანკისა და მე ვიტყოდი, მთლიანად საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უძლიერესიპარტნიორია. ფინანსური ბაზრების განვითარების თვალსაზრისით, EBRD-თანგანსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს და დღევანდელი ნაშრომი, რომელიცპირველად წარვადგინეთ, სწორედ ამ 10 წლიან, ძლიერ თანამშრომლობას ასახავს.განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენს ერთობლივ გეგმებს კაპიტალის ბაზრისგანვითარების მიმართულებით. გარდა ამისა, ვაგრძელებთ თანამშრომლობასფინანსური ბაზრის და მასზე წარმოდგენილი პროდუქტების უფრო მეტადდივერსიფიცირების მიმართულებითაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ EBRD-ი დედოლარიზაციის პროგრამის მხარდამჭერია, ასევე ძალიან დიდი წვლილი აქვს დამომავალშიც მხარს დაუჭერს ეროვნული ვალუტის - ლარის შემდგომ განმტკიცებას დამის დომინირებას სხვადასხვა საფინანსო ინსტრუმენტის სახით" - აღნიშნა ნათიათურნავამ.
უახლესი