ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიუროს ფუნქციებსა და სამომავლო გეგმებს. განიხილეს კორუფციასთან ბრძოლის პროცესში არსებული გამოწვევები.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მხარეებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებული მიღწევების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ბექა დოჭვირი.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა