დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ნამდვილი თუ მოგონილის?!" მონაწილე სტუდენტებმა 130-მდე სკოლის მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადეს

„ნამდვილი თუ მოგონილის?!" მონაწილე სტუდენტებმა 130-მდე სკოლის მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადეს

07-06-2024 14:20:00

კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების პროექტის, „ნამდვილი თუ მოგონილის?!" ფარგლებში გადამზადებულმა სტუდენტებმა თბილისის მე-8, 145-ე, 143-ე და 29-ე სკოლების IX, X და XI კლასის 130-მდე მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადეს. სტუდენტებმა თავდაპირველად მონაწილეობა მიიღეს ComCom-ის „ნამდვილი თუ მოგონილის?!" კონკურსში, სადაც საუკეთესო ნაშრომის ავტორებად დასახელდნენ. მათი შემდგომი კარიერული განვითარების მიზნით კი, მედიაწიგნიერების ექსპერტის დახმარებით, მედიაწიგნიერების სწავლებაში გადამზადდნენ და სერტიფიცირებული ტრენერის სტატუსი მოიპოვეს.

სემინარების ფარგლებში, სტუდენტებმა მოსწავლეებს BBC Academy-ის მასალებზე დაყრდნობით, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისა და ფაქტების გადამოწმების ხერხები გაუზიარეს. ამასთან, მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებსაც, როგორებიცაა ყალბი ინფორმაციის სახეები; ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა; ინფორმაციის გადამოწმების მეთოდები და ფოტოებისა თუ ვიდეოების ფაბრიკაცია.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!" ახალგაზრდებში ანალიზის, ფაქტების გადამოწმების უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურება. კონკურსი ექვსჯერ სკოლის მოსწავლეებისთვის, ხოლო ოთხჯერ სტუდენტებისთვის ჩატარდა და სულ 700-მდე მონაწილე ჰყავდა. კონკურსის პარალელურად, ComCom-მა სკოლებსა და უნივერსიტეტებში 190-მდე სემინარი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, 4300-ზე მეტი მოსწავლე და სტუდენტი მედიაწიგნიერებაში გადაამზადა. ამასთან ერთად, გაიმართა 4 საინფორმაციო შეხვედრა მასწავლებლებისთვის, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 40-მდე პედაგოგი ესწრებოდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები