უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.
ამის შესახებ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ტერიტორიების გაცვლა? მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ ნატო-ში ჩვენი წევრობის სანაცვლოდ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კონტრშეტევის დაგვიანების მიზეზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, კონტრშეტევის დაწყება უფრო ადრე იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ უკრაინას საკმარისი იარაღი და სამხედრო ტექნიკა არ ჰქონდა. ზელენსკის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში ოკუპანტებმა თავდაცვის ხაზი გაამაგრეს, რამაც დეოკუპაციის პროცესი გაართულა.
უახლესი
22 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა