მოსახლეობის ღირსეულად დაბერების საკითხი მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
ხანგრძლივი მოვლის საჭიროების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შემდეგია: 0-60 წელი – 0,6%; 60-80 წელი – 3,9%; 80 წელზე ზევით – 28,3%.
ამ მონაცემების გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობის 2.1%, ანუ 80 ათასზე მეტი ადამიანი, საჭიროებს ხანგრძლივ მოვლას.
სამწუხაროდ, დღესდღეობით ხანდაზმული ადამიანები საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაცულ ჯგუფს წარმოადგენს (მოწყვლადობა კიდევ უფრო მაღალია მათ შორის, ვისაც აქვს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები, კერძოდ: დემენცია, კოგნიტური დარღვევები, კომუნიკაციის პრობლემები და სხვადასხვა ფსიქოსოციალური საჭიროებები).
სწორედ ღირსეული მოვლის და სახლში ყოფნის განცდის შესაძლებლობას მისცემს ერთდროულად 50 ადამიანს "ლელიანი", რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისიწნებით შენდება და 2024 წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
ქ. მცხეთაში, "ლელიანის" მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ლელიანი იქნება ოჯახური ტიპის სამედიცინო-სოციალური ზრუნვის 24 საათიანი დაწესებულება 50 ბენეფიციარისთვის, სადაც იქნება შერეული - რეზიდენციული, საექთნო და პალიატიური მომსახურება 60 წელს ზევით პირებისთვის.
სერვისები: - რეზიდენციული მომსახურება; - საექთნო მომსახურება; - პალიატიური მზრუნველობა; - ამოსუნთქვის სერვისი (Respite Care); - შინ ზრუნვა 2024 წლის სექტემბრიდან, "ლელიანი" ზრუნვის საჭიროების მქონე პირებს ბინაზე მოვლას შესთავაზებს.
"ლელიანის" ინფრასტრუქტურა 5 თვეა ეწყობა და მისი საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონ ლარს აღწევს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა