საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა 40,0 მლნ ლარით იზრდება. ირკვევა, რომ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სარეზერვო ფონდისთვის გათვალისწინებული თანხები თითქმის ამოწურულია.
როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, მნიშვნელოვანი თანხები შუალედური არჩევნების ხარჯების დასაფინანსებლად მიიმართა, ხოლო წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში საჭირო იქნება დამატებითი თანხები, მათ შორის სტიქიით დაზარალებულთა სხვადასხვა კომპენსაციების დასაფინანსებლად.
აღსანიშნავია, 2023 წლის ბიუჯეტის თანახმად მთავრობის სარეზერვო ფონდის ბიუჯერი 60 მლნ ლარს შეადგენდა.
ანუ გამოოდის, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდის ბიუჯეტი 2023 წლისთვის 100 მლნ ლარით განისაზღვრება.
უახლესი
23 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა