დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მრავალმილიარდიანი ინვესტიციები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, როგორ ასრულებს საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

მრავალმილიარდიანი ინვესტიციები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, როგორ ასრულებს საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

27-01-2025 10:28:00

არ უნდა დაგვავიწყდეს არაბეთის გაერთიანებული საამიროების განსაკუთრებული როლი, მათ შორის საქართველოში შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ვიზიტს გამოეხმაურა, რომლის ფარგლებშიც მრავალმილიარდიანი ინვესტიციის შესახებ უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება. 

„დავიწყოთ Business Insider Georgia მნიშვნელოვანი ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაცია იმყოფება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ძალიან მარტივი და მნიშვნელოვანი მესიჯი: ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მრავალმილიარდიან ინფორმაციას საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის გასახარი ინფორმაცია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლაზე ფიქრობდნენ. დიახ წელი იწყება ასე, მრავალმილიარდიანი ინვესტიციის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს საამიროების განსაკუთრებული როლი, მათ შორის საქართველოში შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს როლის გაძლიერების კუთხით. კერძოდ, საუბარია თბილისის მშრალ პორტზე, რომლის შესახებაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ძირითადი ნაწილი 2025 წელს, ანუ მიმდინარე წელს დასრულდება. მოკლედ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობა ძლიერდება, მოლოდინები მაღალია და სხვათა შორის ჩვენ ვართ ის ერთადერთი ქვეყანა კონტინენტზე, რომელსაც ერთის მხრივ აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება ევროკავშირთან და მეორეს მხრივ ჩინეთთან. ასევე კონტინენტის არაერთ ქვეყანასთან და მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ეთანხმება სწორედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ ამიტომ ვითარდება ეს ნაწილი, ვიზიტები ხორციელდება და გარკვეულ წრეებს მოგონილი აქვთ საკუთარი კალენდარი, სადაც საუბრობენ ვითომ ვიღაცების მხრიდან აღიარება - არ აღიარების თემაზე და ამ კალენდარზე აღნიშნავენ ამ აღიარების ნიშნებს. უწევთ სულ უფრო და უფრო მეტის აღნიშვნა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ძალიან ფორმალური ნაწილი. რეალურ ნაწილი არის ის, რაც უკვე ხორციელდება. რეალური ნაწილი არის სწორედ ეს ვიზიტები, რეალური ნაწილი არის მოლოდინი ინვესტიციების და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.

სულ რამდენიმე დღის წინ, მათდა სამწუხაროდ ვისაც ასეთი აღიარებების კალენდარი აქვს, გაეროს გენერალური მდივნის არამხოლოდ მილოცვა ვიხილეთ, არამედ ვიხილეთ კონკრეტული მესიჯი, სადაც საუბარია თანამშრომლობის მოლოდინზე. უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს თანამშრომლობის მიზნების შეახებ თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი და საქართველო არის ის სახელმწიფო, რომელიც ზედმიწევნით ასრულებ ყველა მიზნისადმი დასახულ ამოცანებს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ხორციელდება. მქონდა პატივი, რომ 2019 წლიდან ვყოფილიყავი გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის კონსულტანტი საქართველოში, სამი წლის განმავლობაში და მინდა მე თვითონ, მაშინ როგორც გაეროს წარმომადგენელმა დავადასტურო, რომ საქართველოს პროგრესი გამორჩეული იყო ევროპის მასშტაბით და მინდა ასევე აღვნიშნო, რომ კონკრეტული არეალი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებოდით შეეხებოდა სწორედ შუა დერეფნის ნაწილს - ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივის გავლენას გაეროს მდგრადი განვითარების  მიზნებზე და მინდა ვთქვა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც სწორედ ამ არეალში მდებარეობდნენ საქართველოს ჰქონდა განსაკუთრებული პროგრესი იმ ქვეყნებს შორის. 

სხვათა შორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ერთგული ევროინტეგრაციის და რატომ აღნიშნა ეს ნაწილი? ევროკომისიისადმი წარდგენილი დოკუმენტი: რატომ ვსაუბრობ ახლა და რა კავშირშია მდგრადი განვითარების მიზნები, ან გაერო ევროკომისიასთან, ბევრი ხომ ამას ერთმანეთთან ვერ უკავშირებს. ევროკომისიისთვის წარსადგენ დოკუმენტში ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასების ნაწილი ემყარება სწორედ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. ეს განსაკუთრებით შეეხება რეფორმების ნაწილს. ყველაზე მნიშვნელოვანია რეფორმების შეფასება და რა არის ეკონომიკური რეფორმების პროგრამა, რომელიც წარდგენილია ევროკომისიისთვის, ეს არის კანდიდატი ქვეყნებისთვის დასახული ამოცანების და რეკომენდაციების პროგნოზის ჩვენება უშუალო და დიახ საქართველო ამ შემთხვევაში აჩვენებს მის პროგნოზს და მის პროგრესს. სამწლიანი პროგნოზის ჩვენებაა ამ შემთხვევაში, რომელიც მოიცავს ქვეყნის „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ მიმართულებებს, ისევე როგორც ეყრდნობა ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს და როდესაც საუბარია სწორედ იმ კომპონენტზე, რომ ჩვენ 2030 წლისთვის ნამდვილად ვიქნებით სრულფასოვნად მზად, ყველა პარამეტრით, ვიდრე მანამდე არსებული, ხაზს ვუსვამ დღეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ მანამდე კანდიდატი ქვეყნები, ყველა პარამეტრით ვიქნებით უფრო მეტად მზად ევროკავშირის წევრობისთვის. ყველა პარამეტრით ვიქნებით წინ და როდესაც საუბრობენ საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე იმ ადამიანს მინდა მივმართო. ეს არის ღია დოკუმენტი და ძალიან გთხოვთ, როცა კვალიფიციური დისკუსია გაინტერესებთ, ანალოგიური დოკუმენტები აქვს მოლდოვას, უკრაინას და ყველა კანდიდატ ქვეყანას.  აიღეთ და შეადარეთ. ამის შემდეგ ვისაუბროთ ვის უფრო მეტი პროგრესი აქვს. ამ პროგრესში ხომ ვერ მოვიტყუებით, იმიტომ, რომ ამ პროგრესში ასახულია სსფ-ს, მსოფლიო ბანკის შეფასება და ის რაც ვთქვი, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები არის რეფორმების შეფასების მთავარი ბარომეტრი. აქედან გამომდინარე ვიმსჯელოთ, ჰაერზე რომ ვმსჯელობთ, სიტყვებზე, რომ ვმსჯელობთ. ხომ შეიძლება, რომ დოკუმენტები გავარჩიოთ, წავიკითხოთ და გავარჩიოთ. მოგეხმარებით უცხო ტერმინების ათვისებაში. ეს არ არის ერთი ცალკე აღებული ფურცელზე დაწერილი დოკუმენტი, არამედ 4 სახელმწიფო უწყების მხრიდან მთელი რიგი პასუხისმგებლობის აღება რიგ საკითხებზე. ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ სათანადოდ წარმოვადგინოთ და სათანადოდ შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები და ის გავუგზავნოთ ევროკომისიას და დაველოდოთ მათი მხრიდან შესაბამის რეკომენდაციებს“, - აღნიშნა აბაშიშვილმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები