მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია, როგორც ადგილობრივების ისე უცხოელი დამსვენებლების მხრიდან, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სურამში მდებარე Park Hotel Surami Chalet & Restaurant-ის (სასტუმრო სურამი შალე) მფლობელმა და დირექტორი ჯულია ანპილოკოვამ განაცხადა, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს და აქცენტს სტუმრებთან ურთიერთობაზე აკეთებს და მიაჩნია, რომ ოჯახური და მყუდრო გარემოს შექმნისთვის მათ თავად უნდა ეკონტაქტოს.
„ბოლო წლებში ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დასვენებაზე მოთხოვნა გაზრდილია. გვემატება და გვემატება ახალი სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რადგანაც სასტუმრო უკვე გავიდა საერთაშორისო ბაზარზე და მისი ცნობადობა გაიზარდა. Park Hotel Surami Chalet & Restaurant-ს უკვე აქვს ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროს სტატუსი და შესაბამისად ამ სტატუსმაც დიდი გავლენა იქონია იმაზე, რომ გავედით გლობალურ ბაზარზე.
აქტიურობაა როგორც უცხოელების, ისე ადგილობრივების მხრიდან. წლიურ ჭრილში მათი რაოდენობა 50/50-ზეა“, - განმარტავს ჯულია ანპილოკოვა.
სასტუმროს დირექტორის თქმით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, რომელიც მოიცავს ივნისი-აგვისტოს პერიოდს სასტუმროს ძირითადად ქართველი დამსვენებლები ჰყავს, ხოლო სექტემბრიდან მაისის ჩათვლით აქტიურობა უცხოელი ტურისტების მხრიდანაა.
„ჩვენს მაგალითზე გაზრდილია როგორც სტუმრების ისე შემოსავლების ოდენობაც. არც შარშან ვუჩიოდით სტუმრების რაოდენობას, მაგრამ წელს უფრო მაღალი დატვირთულობაა“, - ამბობს Park Hotel Surami Chalet & Restaurant-ის დამფუძნებელი.
რაც შეეხება ფასებს, წელს სასტუმროს მენეჯმენტს მისი კორექტირება არ მოუხდენია და შარშანდელი ფასების დონეზეა. თუმცა როგორც Park Hotel Surami Chalet & Restaurant-ის დირექტორი ამბობს, თუ შარშან ხანგრძლივ ვადიან ჯავშნებზე გარკვეული ფასდაკლებები კეთდებოდა, წელს მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ფასდაკლება ნაკლებად კეთდება. ზაფხულში, შუა კვირის დღეებში კოტეჯის ღირებულება 500 ლარია, ხოლო შაბათ-კვირას კი ღამის თევა 600 ლარი.
ოჯახური გარემოს გარდა Park Hotel Surami Chalet & Restaurant- სტუმრებს 5 კოტეჯს, ღია თერმო აუზს, საუნას - „კასრი“ და რესტორანს სთავაზობს.
სასტუმრო კომპლექსი სურამში შუაგულ ტყეში მდებარეობს. თითო კოტეჯი გათვალისწინებულია 4 ზრდასრულ პერსონაზე. კოტეჯები სრულადაა აღჭურვილი იმ სერვისებით, რაც საჭიროა სრულფასოვანი დასვენებისთვის. რაც შეეხება რესტორან „შალეს“ აქ სტუმრებს რამდენიმე სახეობის მენიუ ელოდებათ.
სასტუმრო კომპლექსმა მუშაობა 2022 წლის 7 ივლისიდან დაიწყო. Park Hotel Surami Chalet & Restaurant-ის მფლობელის განმარტებით, კომპლექსის მშენებლობისთვის გაწეული ინვესტიციის მოცულობა 2 მლნ 235 ათას ლარს შეადგენს.
უახლესი
43 წუთის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა