დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოსალოდნელია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2024 წლის ბოლომდე 8.5%-მდე შემცირდეს - პროგნოზი

მოსალოდნელია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2024 წლის ბოლომდე 8.5%-მდე შემცირდეს - პროგნოზი

05-02-2024 12:46:00

ჩვენი საბაზისო სცენარით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მოსალოდნელია, ეტაპობრივად, 8.5%-მდე შემცირდეს 2024 წლის ბოლომდე, - ამის შესახებ Galt & Taggart -ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.

2024 წლის 31 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 9.0%-მდე შეამცირა, ინფლაციის შემცირების ტრენდის გათვალისწინებით. ეროვნული ბანკის მიხედვით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რაც მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალურ განაკვეთზეც კლების მიმართულებით იმოქმედებს.

ამასთან, სებ-ი ყურადღებას ამახვილებს გეოპოლიტიკურ რისკებზე და რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 13 მარტს ჩატარდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები