საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ბანკის გრძელვადიანი დეპოზიტების რეიტინგი Ba2-ზე დაადასტურა, ხოლო „ნეგატიური“ მოლოდინი „სტაბილური“-თ შეცვალა.
Moody’s-მა საბაზისო საკრედიტო შეფასება და კორექტირებული საბაზისო საკრედიტო შეფასება (Baseline Credit Assessment (BCA) and Adjusted Baseline Credit Assessment) Ba3-დან Ba2-ზე აწია, ასევე გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის რეიტინგი (Long-term Counterparty Risk Rating (CRR)) და გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის შეფასება (Long-term Counterparty Risk Assessment) Ba2(cr)-დან Ba1(cr)-მდე გააუმჯობესა.
აღნიშნული ცვლილებები გამყარებულია ბანკის ეკონომიკური ციკლებისადმი გამძლეობის, გაუმჯობესებული მომგებიანობის და მაღალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლებით, რაც არსებულ რისკებს აბალანსებს.
უახლესი
11 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა11 საათის წინ
„ოქროველი“ გაფართოებას გეგმავს