დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მომხმარებლებს, წყლის ყველაზე თანამედროვე ფილტრაციის სისტემებს ვაწვდით - „კამკამა“

მომხმარებლებს, წყლის ყველაზე თანამედროვე ფილტრაციის სისტემებს ვაწვდით - „კამკამა“

31-05-2024 12:00:00

,,კამკამა’’ არის ქართველ ბიზნესმენთა და წყლის ფილტრაციის სექტორში მოღვაწე ინჟინერთა ერთობლივი პროექტი. გუნდის წევრების შეხვედრას და აღნიშნული რესურსის იდეას საფუძვლად უდევს სუფთა წყალზე ინფორმაციის ნაკლებობა, ხელმისაწვდომი პროდუქციისა და კომფორტული სერვისის არარსებობის საკმაოდ ტრივიალური პრობლემა. 

,,კამკამას’’ მიზანია,   საზოგადოების წევრებს გადავცეთ კომპეტენტური ცოდნა, რათა ჰქონდეთ საშუალება გააუმჯობესონ თანამშრომლების, ოჯახის წევრების და საკუთარი კეთილდღეობა.  ჩვენი ღრმა რწმენით, ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა სუფთა წყლის წყარო მუდმივად ხელმისაწვდომია!   

,,კამკამა’’ საზოგადოებას აძლევს საშუალებას,  გაეცნოს წყლის ფილტრაციის თანამედროვე ტენდენციებს, მიიღოს სპეციალისტის კონსულტაცია, შეარჩიოს და შეიძინოს  მისაღები წყლის ფილტრი. მიიღოს ტექნიკური სერვისი ფილტრის ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში. 

პირდაპირი მომარაგებისა და ონლაინ გაყიდვების მეშვეობით ინტერნეტ მაღაზია ,,კამკამა’’ მომხამრებელს საუკეთესო ფასად სთავაზობს  წყლის ყველაზე თანამედროვე ფილტრაციის სისტემებს როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული და ინდუსტრული დანიშნულებსითვის. ინტერნეტ მაღაზია kamkama.ge-ზე წარმოდგენილია  წყლის ფილტრების  სრული სპექტრი, ასევე  ფილტრების მაკომპლექტებლების, სახარჯი მასალების, კარტრიჯების და შემავსებლების ფართო ასორტიმენტი.  

მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისათვის ,,კამკამას’’ ტექნიკური პერსონალი უზრუნველყოფს ფილტრების ოპერატიულ მიწოდებას და კვალიფიციურ მონტაჟს

დეტალურად პროდუქციისა და მათი დანიშნულების შესახებ :  

ინტერნეტ მაღაზია kamkama.ge-ზე წარმოდგენილია წყლის ფილტრების სრული სპექტრი, რომლის შეძენაც საკმაოდ მარტივად და კომფორტულადაა შეძალებელი . ჩვენი ფილტრების მეშვეობით მომხმარებელი  წმენდს წყალს სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლისგან, როგორებიცაა:  

  • მექანიკური მინარევები (შეწონილი ნაწილაკები, ქვიშა, ჟანგი, ლამი…) 

  • ორგანული დამაბინძურებლები (ბაქტერიები, მიკრობები, მიკროორგანიზმები…) 

  • ქიმიური მინარევები (ქლორი და ქლორის ნაერთები, ნავთობპროდუქტები, პესტიციდები, სასუქები…) 

  • რკინა (გაუხსნელი და წყალში გახსნილი რკინა) 

  • მაღალი სიხისტე 

  • მანგანუმი 

ჩვენს ინეტნეტ მაღაზიაში წარმოდგენილია ასევე  წყლის ფილტრების, ფილტრების მაკომპლექტებლების, სახარჯი მასალების, კარტრიჯების და შემავსებლების ფართო ასორტიმენტი: 

  • წინასწარი წმენდის წყლის მექანიკური ფილტრები;ონკანის ფილტრები; 

  • გამდინარე წყლის ფილტრები; 

  • უკუოსმოსის სისტემები; 

  • წყლის დამარბილებლები; 

  • სხვა ფილტრები – ბინებში, სახლებში, კოტეჯებში, კაფე-რესტორნებში თუ ოფისებში საყოფაცხოვრებო და კომერციული გამოყენებისთვის; 

კომპეტენცია, ხარისხი და პროდუქციის ფართო ასორტიმენტი ,,კამკამას’’ ძირითადი უპირატესობაა . 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები