დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მომავალი ტურისტული სეზონი უფრო კარგი რომ იყოს, ინტენსიურად ვმუშაობთ - Check - in Travel-ი

მომავალი ტურისტული სეზონი უფრო კარგი რომ იყოს, ინტენსიურად ვმუშაობთ - Check - in Travel-ი

31-10-2023 14:30:36

Check – in Travel-ის გენერალური დირექტორი ია გედევანიშვილი ფიქრობს, რომ ის მაღალი მაჩვენებლები, რაც საერთაშორისო მოგზაურობის კუთხით უკვე ოფიციალურად დასახელდა, დიდი შრომისა და იმ გამოფენებში მონაწილეობის შედეგია, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით სექტორის მოთამაშეებმა მიიღეს მონაწილეობა. 

„ტურისტულმა სეზონმა საკმაოდ კარგად ჩაიარა, თუმცა ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ. გამოფენებში მივიღეთ მონაწილეობა, რამაც განაპირობა ფულადი ნაკადების ზრდა, არამხოლოდ ქვეყანაში ასევე ჩვენს კომპანიაშიც.

წელს, მარტო ჩვენმა კომპანიამ, შემოიყვანა 33 ჩარტერი, რამაც სერიოზული თანხა შემოიტანა საქართველოში. იმისათვის, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო კარგი იყოს უკვე ინტენსიურად ვმუშაობთ. ვთვლი, რომ კარგი შედეგი ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობამ მოიტანა“, - ამბობს  ია გედევანიშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან)  მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,251,651,900 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს  +25.9% ით აღემატება (+668,812,328 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია   +734,468,385 (+29.2%) აშშ დოლარით.

2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1,447,121,966 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +28.4% ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +72,468,664 (+5.3%) აშშ დოლარით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები