მომავალ კვირას საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ჩამოვა. ეს ინფორმაცია ვიქტორ ორბანმა „ქრონიკას“ ესპანეთის ქალაქ გრანადაში დაუდასტურა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტი იმართება.
მისივე თქმით, ის საქართველოსთვის არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს, არამედ მის ევროკავშირში გაწევრიანებას. „თქვენ ჩვენ აქ გვჭირდებით“, - აღნიშნა ორბანმა.
უახლესი
5 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა