დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოლდოვა საქართველოდან მწვანე ენერგიის იმპორტით ინტერესდება

მოლდოვა საქართველოდან მწვანე ენერგიის იმპორტით ინტერესდება

24-09-2023 10:00:20

როგორ შეუძლიათ აზერბაიჯანსა და მოლდოვას, ითანამშრომლონ გლობალური განახლებადი ენერგიის სექტორში, მედიის წარმომადგენლის ამ შეკითხვას მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა  უპასუხა .

„წელს მოლდოვა აპირებს პირველი აუქციონის ჩატარებას განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების მიზნით. ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით და ველოდებით პოტენციურ ინვესტორებს აზერბაიჯანიდან. ჩვენ ასევე დაინტერესებული ვართ მწვანე ენერგიის იმპორტით საქართველოდან და აზერბაიჯანიდან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (პროექტი) მეშვეობით.

მეორე მხრივ, მოლდოვის ენერგოეფექტურობის სააგენტო აპირებს აზერბაიჯანის სპეციალიზებულ სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. და ბოლოს, ჩვენ გვინდა განვახორციელოთ საბალანსო ელექტროსადგურის აშენების იდეა“,- განაცხადა მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა.

ამასთან, მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შავი ზღვი წყალქვეშა კაბელი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი. 

ეს არის პროექტი, რომელზეც 5-10 წლის წინ ვერც ვიოცნებებდით. უკრაინის ომმა მთლიანად შეცვალა ვითარება რეგიონში. ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირის მხარდაჭერით ამ პროექტით, რომელიც, ვიმედოვნებთ, რომ შეძლებს რეგიონში ენერგორესურსების ხელმისაწვდომ ფასად შემოტანას. გარდა ამისა, ჩვენ შევძლებთ გვქონდეს მოქნილი სქემა აზერბაიჯანიდან და საქართველოდან მოლდოვასა და რუმინეთში ელექტროენერგიის მოპოვებისთვის.

2022 წლის მარტიდან მოლდოვამ და უკრაინამ სინქრონიზაცია მოახდინეს თავიანთი ქსელები ENTSO-E-სთან (ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელი). ჩვენ ახლა ვმუშაობთ ურთიერთდაკავშირების სხვა პროექტების წინსვლაზე. ჩვენი მომავალი ევროკავშირშია, ევროპის ერთიან ბაზარზე“, - განაცხადა მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ბუქარესტში ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რაც  Black Sea Energy წყალქვეშა ელექტრული კაბელის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, 1195 კმ სიგრძის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სიმძლავრე 1000 მეგავატი იქნება.

კაბელით, აზერბაიჯანში წარმოებული მწვანე ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოსა და შავი ზღვის გავლით რუმინეთში, უნგრეთსა და დანარჩენ ევროპაში განხორციელდება.

პროექტი ამჟამად ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავების ეტაპზეა, რომლის დასრულება 2023 წლის სექტემბერში იგეგმება.

კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია ამ პროექტისთვის 2,3 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები