დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოგვიწევს კადრების გარედან შემოყვანა ან წარმოების შემცირება, სხვა არჩევანი  არ გვაქვს - ბექა გონაშვილი

მოგვიწევს კადრების გარედან შემოყვანა ან წარმოების შემცირება, სხვა არჩევანი  არ გვაქვს - ბექა გონაშვილი

15-11-2023 11:00:00

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფერმერული მეურნეობა ,,აგროქიზიყი" კადრების დეფიციტს განიცდის. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ბექა გონაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, პრობლემა იმდენად მძიმეა, რომ იძულებული არიან, გარედან უცხო სამუშაო ძალა შემოიყვანონ ან შეამცირონ წარმოება, სხვა არჩევანი რეალურად არ არის.

,,ფიზიკურად ძალიან რთულია ამ საკითხის მოგვარება. რჩება ორი გზა: წარმოების მოცულობის შემცირება ან გარედან მუშახელის შემოყვანა. პარადოქსია, მაგრამ როცა დასაქმების ასეთი პრობლემაა ქვეყანაში, წარმოებაში მუდმივად ვეძებთ კადრს და ვერ ვშოულობთ. ჩემი აზრით, პრობლემა მიგრაციის პროცესს უკავშირდება, ყველაზე მეტად მაინც სოციალური პროექტების ,,დამსახურებაა". ხალხი მიეჩვია სახელმწიფოს კმაყოფაზე ცხოვრებას და მუშაობა ეზარება. როგორმე უნდა შეიცვალოს ეს მიდგომა, ასე არ შეიძლება გაგრძელდეს", - აცხადებს ბექა გონაშვილი.

ამ ეტაპზე ,,აგროქიზიყის" ფერმერულ მეურნეობაში 120-მდე ადამიანია დასაქმებული. წარმოებაში - 35 ადამიანი,. 
კომპანია „აგროქიზიყი“ 2011 წელს, დედოფლისწყაროში დაფუძნდა.

წლების განმავლობაში „აგროქიზიყმა“ გააფართოვა ფერმერთა მომსახურებისა და სერვისების სპექტრი. ამ ეტაპზე მომხმარებელს სთავაზობს ვეტ.მომსახურებას, ვეტ.პრეპარატებს, ხელოვნური განაყოფიერების მომსახურებას, მცენარეთა დაცვას, პრეპარატებს, ცხოველთა და ფრინველთა კვებას. აგრონომის, ვეტერინარის კონსულტაციას და სხვა.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები