დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე - კახა კალაძე

მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე - კახა კალაძე

30-09-2023 21:55:14

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეებისდაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

რაც დრო გადის, მით უფრო ძვირფასი ხდება დღე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ და საყვარელ ქალაქს, საქართველოს გულსადა სულს, ჩვენს დედაქალაქს, თბილისს ეძღვნება.  "თბილისობა" ისტრადიციაა, რომელსაც ერთნაირი სითბოთი და სიხარულით აღნიშნავსდიდიც და პატარაც, ამ დღეს ელოდება ქალაქის მკვიდრიც და სტუმარიცქართველიც და უცხოელიც, ყველას თავისი წილი თბილისი აქვს გულში დასაქართველოს დედაქალაქიც ყველას გვეძვირფასება.

ჩვენს ქალაქს, ერთი შეხედვით, ამოუცნობი მიზიდულობის ძალა აქვს.დამეთანხმებით, რომ ეს ჭაღარა, უძველესი თბილისი საოცრად ახალგაზრდული და თანამედროვეა, სიცოცხლითა და სიხარულითგრძნობებითა და ემოციებით სავსე ქალაქია. აქ 16 საუკუნეა, ერთმანეთის მხარდამხარ მოდიან სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომელთაც უყვართ და ეიმედებათ ერთმანეთი, ერთად ოცნებობენ საკუთარი ქალაქის საუკეთესო მომავალზე და ერთად ცდილობენ, ეს ქალაქი გააფერადონ, საკუთარი ფერი შესძინონ და იქ, სადაც სიყვარულია, მოგეხსენებათ, შეუძლებელი არაფერია.

მეამაყება, რომ თბილისელების არჩევანით მაქვს შესაძლებლობა, ვიყო ამ ქალაქის მერი. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიანდიდი ვალდებულება ჩემთვისძალიან კარგად მაქვს გააზრებული, თუ რასნიშნავს, იყო უძველესი და ულამაზესი ქალაქის მერი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და თბილისელების წინაშე აღებული ვალდებულებებიათუმცა ამ ყველაფერს თან სდევს დიდი სიამოვნებაც, რომელიც თბილისისსაპატიო მოქალაქის დასახელების ცერემონიას უკავშირდება“, - განაცხადაკახა კალაძემ

თავის სიტყვაში დედაქალაქის მერმა  ხაზი გაუსვა საპატიო თბილისელისწოდების მნიშვნელობას და იმ წვლილს, რომელიც დასახელებულმამოქალაქეებმა თბილისის განვითარებაში შეიტანეს. მანვე პატივი მიაგოგარდაცვლილ საპატიო თბილისელთა ხსოვნას

დღეს მეექვსედ მაქვს პატივი, თქვენთან ერთად ქედი მოვიხარო მათწინაშე, ვინც საკუთარ ქვეყანასა და ქალაქს ცხოვრება მიუძღვნა, ვისი ამაგისაღნიშვნაც ჩვენი ვალია, ვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ და თბილისისსაპატიო მოქალაქედ დავასახელოთ.

მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე, ვიფიქროთ მის მომავალზე, შევეცადოთ და შევძლოთ მისი საუკეთესო სახით ტრანსფორმაცია. მესმის, რომ არსებობს სირთულეები და გამოწვევები, მაგრამ მერწმუნეთ, ერთადდგომით შესაძლებელია, ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო გავალამაზოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები