გიზიარებთ ბლოგს: წარუშლელი მოგონებები, ზღვა ემოცია და ახალი კულტურის გაცნობის შანსი ხელიდან არასდროს უნდა გავუშვათ, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. ამისთვის კი საუკეთესო გზა მოგზაურობაა.
ჩვენთვის საინტერესო და უცხო ადგილებში ხეტიალი ყოველთვის შეგვიძლია და არ აქვს მნიშვნელობა, დაგეგმილად ვმოქმედებთ თუ სპონტანურად, საქართველოს ბანკის მობილბანკი შენი შეუცვლელი თანამგზავრი იქნება.
როცა სამოგზაუროდ მიდიხარ, თავისთავად ბედნიერდები, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავგადასავლის სრულყოფილებისთვის მთელი რიგი საკითხების უზრუნველყოფა დაგჭირდება, რომლებიც მოგზაურობას პირველივე წამებიდან გაგიმარტივებს. ქვემოთ სწორედ ამის შესახებ მოგიყვებით და გაიგებ, როგორ ისარგებლო საჭირო შესაძლებლობებით საჭირო დროს.
უცხო ქვეყანაში მოგზაურობა უკვე ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მოერგო მის ფინანსურ სისტემას, ანუ გამოიყენო მიმოქცევაში არსებული ვალუტა. თუ ადრე ამ საქმეს დიდი დრო მიჰქონდა, ახლა პირიქითაა – ბანკში მიუსვლელად შეგიძლია ლარი საკომისიოს გარეშე დააკონვერტირო სასურველ ვალუტაში და გადაიხადო პლასტიკური/ციფრული ბარათით.
უკვე ვახსენეთ ციფრული ბარათი, რომელიც მოგზაურობისას ნამდვილი შვებაა. თუ მალე მიფრინავ, მაგრამ ვალუტის გადაცვლისთვის სირბილის არც დრო და არც სურვილი გაქვს, ციფრული ბარათი განსხვავებული ვალუტის პრიორიტეტით უნდა გახსნა, რომელიც შენს მოგზაურობას უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის. მერე კი ყველაფერი სწრაფი და მარტივი ხდება: შეგიძლია გარკვეული ოდენობის თანხა გამოყო შოპინგისთვის, მუზეუმებისთვის და ა.შ., გადაიხადო Google Pay/Apple Pay-ით და დაემშვიდობო საფულეს და ნაღდ ფულს.
ყოველი თავგადასავალი დაზღვეული უნდა იყოს, რათა თავიდან აიცილო ზედმეტი საზრუნავი და მთლიანი დრო შენს კომფორტს დაუთმო. სამოგზაურო დაზღვევა ერთ-ერთი პუნქტია, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდე, როცა საზღვარს ჰკვეთ. მობილბანკში მომენტალურად შეგიძლია, რომ გაიაქტიურო დაზღვევის სერვისი და მისი ელექტრონული ვერსიითაც შეუფერხებლად იმოგზაურო.
თუ გინდა, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიიღო მომავალი მოგზაურობით, სჯობს, ყველა აუცილებელი დეტალი წინასწარ განსაზღვრო. ტელეფონით უამრავი საქმის მოგვარება რომ წამებშია შესაძლებელი, ამაში უკვე დარწმუნდებოდი, მაგრამ კიდევ ერთი რამ, რასაც საქართველო ბანკის მობილბანკი გთავაზობს Push შეტყობინებების ან ფავორიტი ელ. ფოსტის დამატებაა.
თუ როუმინგით არ აპირებ სარგებლობას, ეს ორი სერვისი უზრუნველყოფს შენი ფინანსების უსაფრთხოებას. მათი გააქტიურებით შეძლებ, რომ მარტივად აკონტროლო შემოსავალი და გასავალი, იშოპინგო ონლაინ და ერთჯერადი კოდი მიიღო ფავორიტი მეილის ან push-ის სახით.
ყველა ამ რჩევას ერთ დასკვნამდე მივყავართ, რომ მობილბანკი ოპტიმალური გამოსავალი და გამორჩეული დამხმარეა, რომელიც იმედს არ გაგიცრუებს და სულ შენთან იქნება მოგზაურობის დაწყებიდან დასრულებამდე.
უახლესი