დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიზნად დავისახეთ, რომ მომხმარებლებს ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილება გავუზიაროთ - Extra.ge  

მიზნად დავისახეთ, რომ მომხმარებლებს ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილება გავუზიაროთ - Extra.ge  

17-11-2023 22:06:06

ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზია პროდუქტების ძალიან ფართო ასორტიმენტს წარმოადგენს. ექსტრაზე აღმოაჩენთ ცნობილ ბრენდებსა და 500-მდე მაღაზიას, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობს 100 000-ზე მეტ პროდუქტს სხვადასხვა კატეგორიაში.


Extra.ge ყველაზე დიდ ელექტრონული კომერციის პლატფორმაა საქართველოში, სადაც ყველაზე მრავალფეროვანი  არჩევანია. როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიშა გოგოლაური Business Insider Georgia-თან აღნიშნავს,  ექსტრაზე ხელმისაწვდომია წამყვანი ბრენდების 120 000-ზე მეტ პროდუქტი 32-მდე მეტ კატეგორიაში.
,,ჩვენ ვაერთიანებთ მომხმარებლებს და საშუალებას ვაძლევთ, რომ ნივთები, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ მისამართზე მიიღონ სრულიად უსასყიდლოდ. ასევე, შეძენილი ნივთების გაცვლა-დაბრუნების ყველაზე კარგი პირობები გვაქვს. რაც შეეხება ონლაინ შოპინგის მოქნილ სისტემას,  მომხმარებლებს ვთავაზობთ პროდუქტების და ბრენდების მრავალფეროვნებას ერთ სივრცეში, მარტივი საძიებო სისტემას, ფასდაკლებებს, მარტივ ინტერფეისს, როგორც ვებგვერდზე, ისე მობაილ აპლიკაციაში, მრავალფეროვან ინტეგრირებულ გადახდის მეთოდს, ონლაინ განვადებას და უსასყიდლო ადგილზე მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით", - ამბობს მარიშა გოგოლაური.
გარდა სერვისის მრავალფეროვნებისა, საინტერესოა გადახდების სისტემა, რასაც Extra.ge მომხმარებლებს სთავაზობს.
კერძოდ, ეს არის  ინტეგრირებულ სისტემა: VISA, Mastercard, AMEX, Apple and Google pay; ნაღდი ანგარიშსწორებით და POS ტერმინალით გადახდა. გარდა ამისა, მოქმედებს წამყვანი ბანკების ონლაინ განვადებაც.


როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი აღნიშნავს, გადახდის მეთოდების მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ მათთვის კომფორტული და მოსახერხებელი გადახდის მეთოდი.
რაც შეეხება Extra.ge -ს სამომავლო გეგმებს, გუნდის  მიზანია, კომპანიამ  კიდევ უფრო მეტად გაიმყაროს წამყვანი პოზიციები ქართულ ელექტრონული კომერციის ბაზარზე, უფრო მეტად დახვეწოს სერვისები და მომხმარებლებს შესთავაზოს ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილება.


ცნობისთვის, Extra.ge აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა მაღაზიას ერთ სივრცეში, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ სხვადასხვა კატეგორიის ნებისმიერი ნივთი საუკეთესო ფასად, მიიღონ ერთიანი მაღალი ხარისხის მომსახურება და ისარგებლონ სწრაფი მიწოდების მომსახურებით საქართველოს მასშტაბით.
 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები