საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გენო პეტრიაშვილი გამოეხმაურა ლიბერალების გარკვეული ჯგუფის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ განხორციელებულ ბულინგს.
პეტრიაშვილის თქმით, ლიბერალური ბაბლის წევრები მიზანმიმართულად ახდენენ ხვიჩა კვარაცხელიას შეურაცხყოფას და აცხადებს, რომ მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული და ისინი ყველაფერს აყენებენ შეურაცხყოფას.
„მიზანმიმართულად ახდენენ ამ ძვირფასი ქართველის შეურაცხყოფას და საერთოდაც, ბოლოს რაღაც ტენდენციაა, მათი ხელწერაა ამ ადამიანების, არც ვიცი ადამიანები თუ უნდა ვუწოდო. მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული, ყველაფერს აყენებენ შეურაცხყოფას. ესენი იქნებიან ქართული სპორტის წარმომადგენლები ის ღირსეული ადამიანები, თუ ქართული ხელოვნების წარმომადგენლები. მე მინდა ამ ადამიანებს მივმართო, აი ამ ძვირფას ადამიანებს, არ მიაქციონ მათ ყურადღება და ჩემი დიდი პატივისცემა ამ ქართველებს, ღირსეულ ხალხს. ხვიჩას მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
უახლესი
6 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა