დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიზანია, რომ რაც შეიძლება დოლარიზაცია შევამციროთ, განსაკუთრებით იმ მსესხებლებისთვის, ვისაც უცხოურ ვალუტაში შემოსავალი არ აქვს - დავით უტიაშვილი

მიზანია, რომ რაც შეიძლება დოლარიზაცია შევამციროთ, განსაკუთრებით იმ მსესხებლებისთვის, ვისაც უცხოურ ვალუტაში შემოსავალი არ აქვს - დავით უტიაშვილი

04-11-2024 12:40:00


დედოლარიზაციის პოლიტიკას აქტიურად ვაგრძელებთ, - აცხადებს სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი, რომელიც დღეს„იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. 

უსტიაშვილის თქმით, ბოლო წლებთან შედარებით დოლარიზაციის მაჩვენებელი ქვეყანაში შემცირებულია. 

„ისტორიულად, 90-იანი წლების ცუდი გამოცდილების გამო ჩვენ გვქონდა დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე - 80-90%-ი სესხებში ისე ანაბრებში. თუმცა ბოლო 25 წლის განმავლობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტ-ნაკლებად გვაქვს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო. სებ-ში მიგვაჩნია, რომ ლარი არის საკმარისად ხელმისაწვდომი, რომ გამოვიყენოთ როგორც ანაბრებში ისე სესხებში. ამიტომ 2017 წლიდან დავიწყეთ დედოლარიზაციის პოლიტიკა და მის მერე ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი შემცირება გაქვს. 20-25%-ით შემცირდა, როგორც სესხებში ისე დეპოზიტებში დოლარიზაციის დონე. რეზიდენტებს ანაბრებს, რომ შევხედოთ დაახლოებით 41%-ია დოლარში, ანუ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ლარში ზოგავს და ლარშია მნიშვნელოვნად მაღალი საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე. ამიტომ მისი მიმზიდველობა გაზრდილია. მიუხედავად შემცირებისა, საკმაოდ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ვინარჩუნებთ. ამიტომ ლარის მიმზიდველობა მაღალია. 

სესხების მხარეს არ მნიშვნელოვანი პრობლემა, დაახლოებით 43%-ი არის უცხოურ ვალუტაში და ხშირად ჩვენს მოქალაქეებს და კომპანიებს შემოსავალი აქვს ლარში და სესხი უცხოურ ვალუტაში და ცხადია, რომ კურსის მერყეობა მათთვის მძიმე ტვირთი ხდება. ამიტომ დედოლარიზაციის პოლიტიკას აქტიურად ვაგრძელებთ, ჩვენ რამდენიმე გამკაცრება გვქონდა წელსაც, მათ შორის 200 ათასიანი ზღვარი, ორ ეტაპად, 400 ათასამდე ავწიეთ. ეს შესაძლოა მომავალშიც გაგრძელდეს, როცა ამის წინაპირობა იქნება და ეკონომიკა ამის საშუალებას მოგვცემს. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ რაც შეიძლება შევამციროთ დოლარიზაცია, განსაკუთრებით იმ მსესხებლებისთვის, ვისაც უცხოურ ვალუტაში შემოსავალი არ აქვს“, - აცხადებს დავით უტიაშვილი.

 სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტმა საბანკო სისტემის მდგრადობაზეც გაამახვილა ყურადრება და აღნიშნა, რომ ქვეყნის ბანაკო სისტემას დღეს ყველაზე კარგი პერიოდი აქვს. 

„საქართველოს საბანკო სისტემას შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი აქვს, რაც კი გვქონია. ზრდა საკმაოდ მაღალია და სესხები 18%-ით იზრდება. მომგებიანობა ჯანსაღად მაღალია. ბოლო 10 წლის განმავლობაში 15-20%-მდე იყო უკუგება. 25%-საც კი აღწევდა გარკვეულ ეპიზოდებში. აქტივების ხარისხი არის ისტორიულად ყველაზე დაბალი, უმოქმედო სესხების დონე. ცხადია ამას ეკონომიკაც ეხმარება, იმიტომ, რომ ეკონომიკის ზრდა არის საკმაოდ მაღალი. მაგრამ ვფიქრობ ასევე ეხმარება ჩვენი რეგულაციები. სხვადასხვა დროს გვაკრიტიკებდნენ ხოლმე, რომ არის ძალიან მკაცრი, მაგრამ ახლა ვხედავთ მის შედეგს. გვქონდა კოვიდ-პანდემია და ვნახეთ, რომ ბანკები ერთ დღესაც კი არ შეფერხებულან, როცა ეკონომიკის გარკვეული სექტორები გაჩერდა, საბანკო სექტორი აგრძელებდა დაკრედიტებას“, - განაცხადა უსტიაშვილმა.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები