დაფუძნდება კერძო საჯარო პარტნიორობით ახალი კოლეჯი, სადაც იქნება როგორც სახელმწიფოს თანაინვესტირება, მათ შორის ბუნებრივია კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სწორედ ამ მოდელით ვფიქრობთ გაგრძელებას. შემოგვდის საკმაოდ ბევრი განაცხადი. კომუნიკაცია სხვადასხვა მიმართულებით დაწყებული გვაქვს ბევრ სხვადასხვა ადამიანთან. წელს ბიუჯეტი ამ მიმართულებით მწირი გვაქვს, რადგან ახლა იყო ეს ინიციატივა გაცხადებული, მაგრამ შემდეგი წლიდან, 2024 წლის ბიუჯეტში ჩვენ ეს მოაზრებული გვაქვს და უფრო სოლიდური თანხაც გვაქვს, რომ სპექტრი კიდევ უფრო გავშალოთ. ამიტომ დარჩენილ თვე ნახევარს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მოხდეს იდენტიფიცირება მოხდეს და გავცხრილოთ ის შეთავაზებები რაც მოდის კერძო სექტორიდან და ახალი წლიდან უფრო აქტიურად დავიწყოთ განხორციელებაზე მუშაობა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ასევე არის ბევრი და საინტერესო წინადადება თვითონ დამსაქმებლების ბაზაზე მოკლევადიანი გადამზადების პროგრამების შექმნასთან დაკავშირებით.
„ამიტომ ამ კუთხით მე შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს ორ წელიწადში ვგეგმავთ, რომ დაახლოებით, მინიმუმ 4 000 ადამიანის დასაქმების სიმძლავრე შევქმნათ ყოველწლიურად, რომლებიც არა მხოლოდ ზოგადი ჭრილით იქნება შერჩეული, არამედ პირდაპირ უპასუხებს იმ შრომის ბაზარს“, - აღნიშნა ამილახვარმა. მოთხოვნებს, რაც ამ ინიციატივის მთავარი აზრია.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა