დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიმდინარეობს დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე - შალვა პაპუაშვილი

მიმდინარეობს დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე - შალვა პაპუაშვილი

29-10-2024 13:37:00

მიმდინარეობს დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე, 2020 წელს რაც ვნახეთ, იგივე სცენარი მეორდება, რომელიც უკვე გაწერილია „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

„გუშინ ვნახეთ მათი ბრიფინგი, სადაც იყო ციფრების თუ რიცხვების ბრახაბრუხი, 300 000 ხმა, რაღაც მტკიცებულებები, ფოტო-ვიდეომასალა, ითხოვენ 180 უბნის გაუქმებას. ჩვენ ვნახეთ, რა ატვირთეს, დავაკვირდით, რაც იყო შესაძლებელი დროში. მართლაც სამარცხვინოა, როდესაც ასეთი სახის ფსევდომტკიცებულებებით ცდილობენ ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას. დეზინფორმაციული შტურმია საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო შეტევა საქართველოს დემოკრატიაზე. რაც ვნახეთ 2020 წელს, ზუსტად იგივე სცენარი მეორდება, სხვათა შორის, ეს სცენარი უკვე გაწერილია „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა. პირდაპირ მიჰყვებიან იმ სცენარს, რომელიც იქ არის გაწერილი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები