2023 წელს მილიონი თაიგული გავყიდეთ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა. ონლაინ სივრცეში წამყვან პოზიციას ვიკავებთ და იმედი გვაქვს, რომ ბაზარი 2024 წელს კიდევ უფრო გაიზრდება, - ამბობს Business Insider Georgia-თან „ამელის“ თანადამფუძნებელი ნუკა ჩოხელი.
„კოვიდპანდემიის დროს იმდენად რთული პერიოდი გადავიტანეთ მცირე და საშუალო ბიზნესმა, რომ 2023 წელი იყო თავისუფალი შემოქმედებით ნაწილში. წელს, ჩვენს ინდუსტრიაში ბაზარზე ბევრი ახალი კომპანია გამოჩნდა, რამაც უფრო მეტი სტიმული მოგვცა, რომ უფრო აქტიურები ვყოფილიყავით. როცა ასეთ კონკურენციაში წამყვან პოზიციას ვიკავებთ, დიდი იმედი მაქვს, რომ 9 წლიანი გამოცდილების ფონზე 2024 წელს უფრო მდგრადად განვაგრძობთ ბაზარზე პოზიციონირებას“, - ამბობს ნუკა ჩოხელი.
ამ დროისთვის „ამელი“ თბილისში ერთი მაღაზიით არის წარმოდგენილი. როგორც ნუკა ჩოხელი Business Insider Georgia-თან ამბობს, მათი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ხარისხიანი მიტანის სერვისია. რასაც თბილისის მასშტაბით ფიქსირებული ტარიფით ისედაც ახერხებენ.
შეგახსენებთ, რომ ყვავილების მაღაზია „ამელი“, ფალიაშვილის 68 ნომერში მდებარეობს და ბაზარზე 9 წლის წინ გამოჩნდა.
კომპანიაში სრულ განაკვეთზე 16 თანამშრომელი მუშაობს, ღონისძიებების დაგეგმვისას კი „ამელი“ დამატებით 50 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი
11 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს12 საათის წინ
Cavea ახალ კინოთეატრს ხსნის