Vineyard Dolidze • მევენახეობა დოლიძეს დირექტორი გიორგი კუკულავა Business Insider Georgia-თან აცხადებს რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება პარტნიორებთან და მაისის ბოლოსთვის ღვინის ექსპორტს აშშ-სა და გერმანიის ბაზარზე დაიწყებენ.
2023 წელი კომპანიისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა და გასულ წლებთან შედარებით 35%-ით მეტი და უფრო ხარისხიანი მოსავალი მიიღეს და აქვთ მოლოდინი, რომ ღვინოც უფრო კარგი ხარისხის იქნება.
ბრენდი Vineyard Dolidze 2018 წელს შეიქმნა და მომხმარებელს უნიკალური ენდემური ჯიშებისგან დამზადებულ პრემიუმ ხარისხის ღვინოს სთავაზობენ.
ამ დროისთვის კომპანიას ჩოხატაურის რაიონ, სოფელ ამაღლებაში აქვს ორ ჰექტარზე ვენახები გაშენებული.
„ამ დროისთვის 15 ჰექტარზე მიდის ტექნიკური სამუშაოები, სადაც გავაშენებთ მხოლოდ გურულ ჯიშებს და 4-5 წლის შემდგომ ვვარაუდობთ, რომ სრულიად ჩვენ პროდუქციაზე ვიმუშავებთ“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
„მევენახეობა დოლიძეს“ ღვინო რესტორნებში, ბარებსა და ღვინის მაღაზიებში იყიდება, მაგალითად როგორიცაა „8000 მოსავალი“ და „ღვინის ბიბლიოთეკა“ კომპანიაში ამ დროისთვის დასაქმებული 6 ადამიანი.
უახლესი
53 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა