დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეთიუ მილერი: ჩვენ გვინდა ვიხილოთ არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების სრული გამოძიება

მეთიუ მილერი: ჩვენ გვინდა ვიხილოთ არჩევნებზე სავარაუდო დარღვევების სრული გამოძიება

29-10-2024 01:05:00

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აშშ-მა ნათლად განაცხადა, რომ სურს გამოძიება სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით.

„მე არ დავაკონკრეტე ჩემს განცხადებაში, რომ ეს გამოძიება ქართულმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს. ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ევროპელ პარტნიორებთან იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს შესაბამისი ორგანო ასეთი გამოძიების ჩასატარებლად“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.

მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები განსაზღვრავს აშშ-ის ადმინისტრაციის პასუხს.

„საქართველოსთან ურთიერთობა უკვე რამდენიმე თვეა განიხილება. ჩვენ უკვე შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. ჩვენ გვაქვს სხვა დახმარება, რომლის [შეჩერება] განხილვის პროცესშია“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

მილერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სრულად სცეს პატივი ქართველების მშვიდობიანი შეკრების უფლებას.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები