დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეღვინეობა ,,რტონი" - ღვინო და გასტრონომია, რომელიც შექმნის დღიდანვე ყურადღების არეალშია ადგილობრივ ბაზარსა და ექსპორტზეც

მეღვინეობა ,,რტონი" - ღვინო და გასტრონომია, რომელიც შექმნის დღიდანვე ყურადღების არეალშია ადგილობრივ ბაზარსა და ექსპორტზეც

05-11-2023 10:24:22

„მეღვინეობა რტონი“ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და პროდუქტის რეალიზებას როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ახდენს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სხირტლაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ბრენდი აწარმოებს მრავალფეროვან, გასტრონომიულ ღვინოებს,  რომლებიც იდეალურად ეხამება მათ მიერვე, სეზონური ნედლეულისაგან დამზადებულ კერძებს.

„რტონის" ბრენდის ქვეშ არის როგორც ღვინის წარმოება, ასევე გასტრონომიული მიმართულება. პრემიუმ ხარისხის პროდუქტია, რაც დიდ მოწონებას იმსახურებს ადგილობრივ ბაზარზე და ქვეყნის გარეთაც. სულ 8 დასახელების ღვინოს ვაწარმოებთ. გვაქვს საკუთარი ღვინის ქარხანა, წარმოებულმა პროდუქციამ კი პირველსავე წლებში მიიქცია ყურადღება პროფესიონალი სომალიების მიერ და ადგილი დაიმკვიდრა ისეთ ნიშურ ობიექტებში, როგორიცაა 8000  მოსავალი, ღვინის ბიბლიოთეკა და სხვა. ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ ჰორეკა სექტორთან - ჩვენი პროდუქცია  მაღალი დონის თითქმის ყველა რესტორანსა და სასტუმროშია წარმოდგენილი", - ამბობს გიორგი სხირტლაძე.

ქართული ღვინის ბრენდი ,,რტონი" ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ესპანეთი, პოლონეთი, ჰოლანდია, ყაზახეთი,  ისლანდია და ჩეხეთი. ,,რტონის"  წლიური წარმოება 30 000 ბოთლია.

ცნობისთვის, მეღვინეობა ,,რტონი" თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისპირში მდებარეობს. მეღვინეობის კომპანია ცნობილია დეგუსტაციებითაც. რაც შეეხება სარესტორნო მიმართულებას, მომხმარებლების 70%-ს უცხოელი ტურისტები შეადგენენ.

კომპანია ინტენსიურად მასპინძლობს უცხოურ დელეგაციებს, რომლის შემადგენლობაშიც ჟურნალისტები და გამოჩენილი შეფები არიან.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები