მძღოლები, რომლებიც ალდაგის ავტომობილის დაზღვევას შეიძენენ, შესაძლებლობა ექნებათ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ, ალტერნატიული მანქანით ისარგებლონ. როგორც სადაზღვევო კომპანია ალდაგის პირდაპირი გაყიდვების განყოფილების უფროსი მათე ნარსია განმარტავს, ავტომობილის ჩანაცვლების სერვისი ალდაგში დაზღვეულ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სადაზღვევო შემთხვევის დროს, როდესაც ავტომობილი სერვისცენტრში აღდგენას საჭიროებს, ისარგებლოს ალტერნატიული ავტომობილით, რაც მომხმარებელს დამატებით კომფორტს უქმნის და მომსახურებას ხდის სრულყოფილს.
„აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლია ყველა მომხმარებელს, რომელიც შეიძენს შესაბამის პაკეტს და დააზღვევს 8000$-ზე მეტი ღირებულების პირად ავტომობილს. რაც შეეხება სარგებლობის პირობას, წლის განმავლობაში 14 დღით ხდება ავტომობილის ჩანაცვლება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოკლე ვადით დაჭირდება მომხმარებელს აღნიშნული სერვისი, დარჩენილი დღეების გამოყენების საშუალება აქვს სხვა სადაზღვევო შემთხვევის დროს“, - განმარტავს მათე ნარსია.
მისი თქმით, ალდაგი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კომფორტზე, სადაზღვევო ანაზღაურების მიღება მომხმარებელს იცავს ფინანსური დანაკარგისგან.
„ჩვენი გამოცდილებით, ნებისმიერი სადაზღვევო პაკეტი, რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს დაფარული რისკების ნაწილში, საჭიროებს სრულყოფას და ისეთი სერვისის შეთავაზებას, რომელიც მომხმარებლებს შეუქმნის სრულ კომფორტს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტიდან, ავტომობილის შეკეთების დასრულებამდე. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ მომხმარებელს ხშირად უთხოვია დახმარება, მოგვეძიებინა სერვისი, რომელიც კონკრეტულ ვადაში შეუკეთებდა ავტომობილს. ვადები, როგორც მომხმარებლისთვის, ისე სერვისცენტრებისთვის სენსიტიურია, ამიტომ ვფიქრობთ, ოპტიმალური გამოსავალია ავტომობილის სხვა მანქანით ჩანაცვლება“, - ამბობს ალდაგის პირდაპირი გაყიდვების განყოფილების უფროსი.
უახლესი
6 საათის წინ
რატომ დააჯარიმა სებ-მა იშბანკი7 საათის წინ
შალვა პაპუაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა