საინტერესო შეხვედრა და დისკუსია გვქონდა თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის მსმენელებთან, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ზე წერს.
„მადლობა George Abashishvili მოდერაციისთვის და „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ ინაშვილს - საინტერესო საუბრისთვის“.- წერს ქვრივიშვილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველი ნაკადის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სამინისტროს მიერ ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის განვითარების მიმართულებით გაწეული საქმიანობა და სამომავლო პროექტები გააცნო. დისკუსიას მოდერაციას Business Insider Georgia-ს და Economic Forum-ის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი უწევდა. შეხვედრას ასევე „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი ესწრებოდა.
„მინისტრის მოადგილემ მსმენელებს ქვეყნის ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების განვითარების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები გააცნო. მან ვრცელად ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სამინისტრომ მიიღო ახალ სამიზნე ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის მეტი პოპულარიზებისა და ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად.
მარიამ ქვრივიშვილმა, ასევე ყურადღება მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა, რომლებიც ამოქმედების შემდეგ თავის წვლილს შეიტანენ როგორც ტურიზმისა და ავიაციის, ისე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
მათივე ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილმა დადებითად შეაფასა თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და აღნიშნა, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა, რომ კურსის მსმენელებმა მეტი შეიტყონ სხვადასხვა საჯარო უწყებების საქმიანობის შესახებ. „შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ სკოლის მსმენელების შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების 20 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის სასერტიფიკატო კურსი სახელმწიფო და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებით ტარდება.
თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერით ხორციელდება. სასწავლო კურსის მიზანია, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტრის მიწე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უახლესი
12 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება