დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მალე ივერთუბანში Sisauri Grinders -ის ახალი ფილიალი გაიხსნება

მალე ივერთუბანში Sisauri Grinders -ის ახალი ფილიალი გაიხსნება

06-11-2023 19:00:22

ყავის მაღაზიების ქსელი Sisauri Grinders ორიოდე კვირაში ახალ ფილიალს გახსნის. როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე სუზი ისგანდაროვა Business Insider Georgia- თან ამბობს, ,,სისაური გრაინდერსის"  რიგით მეათე ფილიალი ივერთუბანში გაიხსნება.

„შუა ნოემბერში გვაქვს გახსნა დაგეგმილი. კონცეფცია იქნება იგივე -  ყავის მაღაზიის ხაზს შევინარჩუნებთ. როგორც სხვა ფილიალებში, გვექნება ნატურალური ყავის ნაირსახეობა და ასევე  აქსესუარები, ჩაის არჩევანი და სხვა.

ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ვცდილობთ ბევრ ლოკაციაზე  ჰქონდეთ წვდომა, სადაც მიიღებენ საუკეთესო ყავას და მომსახურებას. გაყიდვებთან დაკავშირებით მზარდ  ტენდენციას უცვლელად ვინარჩუნებთ. მოთხოვნა წლიდან წლამდე მატულობს, ახალი ფილიალის გახსნაც ამით არის განპირობებული. როგორც ყველა სხვა ფილიალში, ახალ ობიექტზეც მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქცია და კომფორტული გარემო დახვდება", - ამბობს სუზი ისგანდაროვა.

მისი ინფორმაციით,  რეალიზაციაშია დაახლოებით 40-მდე სახეობის ნატურალური ყავა,  30-მდე დასახელების ჩაის ასორტიმენტი და გერმანული კომპანიის Dr. Suwelack - ის მიერ წარმოებული ხსნადი ყავა.

„სისაურში“ საუკეთესო ყავის მარცვლები მთელი მსოფლიოდანაა თავმოყრილი, ხოლო ხარისხი სფეშელთი ყავის ასოციაციის მიერ (SCA) უმაღლესი ქულებითაა შეფასებული და მომხმარებელი მას ყოველთვის ახლად მოხალულს აგემოვნებს. სწორედ ამიტომაა სისაური გრაინდერსი ხარისხიანი ყავის მოყვარულთა არჩევანი!

კომპანიაში დაახლოებით 70-მდე დასაქმებულია. ახალი ფილიალის გახსნის შემდეგ დამატებით 10 ადამიანი დასაქმდება.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები