დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მალე ევროკავშირის მილიონიან ფონდებზე გვექნება წვდომა, უნდა ვიშრომოთ, რომ ეს ფული ქართული განათლებისთვის წამოვიღოთ - კახა შენგელია

მალე ევროკავშირის მილიონიან ფონდებზე გვექნება წვდომა, უნდა ვიშრომოთ, რომ ეს ფული ქართული განათლებისთვის წამოვიღოთ - კახა შენგელია

17-12-2023 15:20:00

 

„კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი და „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ მფლობელი, კახა შენგელია Business Insider Georgia-თან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას აფასებს.

„ეს არის ყველა იმ ქართველის ოცნება, ვისაც ბოლო 500 წლის განმავლობაში ჰქონდა თავისუფლების სურვილი და ის, რომ ევროპის მიმართულებით წასულიყო. ყველას სურვილი იყო, რომ საქართველო ამ გზას დასდგომოდა და ალბათ ეს ამ თაობის პრივილეგიაა. ახლა იწყება რეალურად ყველაფერი, ახლა იწყება საქართველოს სახელმწიფოს დაახლოება ევროკავშირთან და იმ იდეების გატარება ქვეყანაში, რომელიც აქვს მსოფლიოში ყველაზე მაგარ ორგანიზაციას. ვფიქრობ, რომ ბედნიერები ვართ, რომ ამ პროცესს მოვესწარით. დიდი იმედი მაქვს, რომ 2030 წლისთვის, საქართველო წესით და რიგით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს. ახლა ბერლინში ვიმყოფები, ბრანდენბურგის კარიბჭესთან, რომელმაც ადრე გაყო ევროპა და ახლა გაერთიანების სიმბოლოა“, - განაცხადა კახა შენგელიამ.

მისი შეფასებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ქვეყნის განათლების სექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

„რადგან ძალიან დიდი ფონდები იხსნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთანავე და ასევე მაშინაც, როცა გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. შეიცლება თამაშის წესები და საკმაოდ დიდ საგანმანათლებლო ფონდებზე გვექნება ქართველებს წვდომა, განსაკუთრებით კვლევებისა და სპეციალისტების მიმართულებით. მრავალფეროვანი მილიონიანი პროექტები აქვს გერმანიას, საფრანგეთს, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებს. ახლა მთავარია ვიშრომოთ, რომ ეს ფული წამოვიღოთ ქართული განათლებისთვის“, - აღნიშნა კახა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს 14 დეკემბერს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიანიჭა.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები