დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე წარმოების მოცულობას გავზრდით - ,,ბლუტაბლა“

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე წარმოების მოცულობას გავზრდით - ,,ბლუტაბლა“

22-09-2023 14:00:46

 

ქართული თემატიკით მდიდარი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია BlueTabla • ბლუტაბლა ქართულ ბაზარზე პოპულარულია.

ბრენდს კარგად იცნობენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები და მეტ-ნაკლებად უცხოელებიც.

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ,,ბლუტაბლა“ სამომავლოდ წარმოების მოცულობის ზრდას და ექსპორტის მიმართულების გაძლიერებას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა. ,,ორი რამ არის, რაც განსაკუთრებით გვეამაყება: ჩვენი პროდუქტების დიზაინი ქართული კულტურით არის შთაგონებული. ,,ბლუტაბლას“ სახელწოდებით იქმნება უმაღლესი ხარისხის პროდუქტს საქართველოში, რითაც ძალიან ვამაყობთ.

10-ზე მეტი კოლექცია გვაქვს გაკეთებული, როგორიც არის ლურჯი სუფრა, ქართული ანბანი, ბროწეულის ბაღი (ქართლი ენდემური ფლორით შთაგონებული), ფიროსმანი, ვეფხისტყაოსანი, ბაგრატიონი და სხვა. რაც შეეხება მომხმარებლებს, შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: ვინც ჩვენს ნივთებს ყიდულობს სასაჩუქრედ და მეორე - საკუთარი თავისთვის. პანდემიის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. რამდენიმე მაღაზია დავამატეთ და ამჟამად 8 ობიექტით ვართ წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში. ასევე აქტიურად ფუნქციონირებს ჩვენი ონლაინ მაღაზია www.bluetabla.ge.

ვერ ვიტყვი, რომ ადგილზე ტურისტების მხრიდან დიდი მოთხოვნაა, თუმცა გარკვეულ ინტერესს ავლენენ, ხოლო ძალიან დიდია იმ მომხმარებლების რაოდენობა, ვისაც ჩვენი პროდუქცია საქართველოდან გააქვს საჩუქრად უცხოელებისთვის. რაც შეეხება სამომავლო გეგმას, მომავალი წლისთვის ორი მიმართულებით ვაპირებთ პოზიციების განმტკიცებას: წარმოების მოცულობის გაფართოებას ადგილზე და და ასევე აქტიურად გვინდა ვიმუშაოთ ექსპორტის გაძლიერებაზე“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ ,,ბლუტაბლა“ ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებსა და პირად აქსესუარებს აწარმოებს. კომპანია 2015 წელს დაფუძნდა. ადგილობრივ ბაზარზე აქტიურად 2017 წლიდანაა წარმოდგენილი.

ქართული ბრენდი ქვეყნის გარეთ იყიდება ონლაინ amazon.com-ზე და საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით. ამ ეტაპზე ,,ბლუტაბლა“ სტაბილურად 60-მდე ადამიანს ასაქმებს და ეს მაჩვენებელი სამომავლოდ კიდევ გაიზრდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები