დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლუსონი - პრემიუმ ხარისხის პროდუქცია შენი სახლისთვის

ლუსონი - პრემიუმ ხარისხის პროდუქცია შენი სახლისთვის

26-02-2024 13:30:00

ლუსონი „გორგიას“ პრემიუმ კლასის შოურუმია, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს როგორც საცხოვრებელი სახლისთვის, ასევე სასტუმროსთვის. აქ წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების 10 000-მდე დასახელების ექსკლუზიური და უმაღლესი ხარისხის სარემონტო მასალები.

ლუსონში აბაზანის ინტერიერისთვის საჭირო ინვენტართან  ერთად მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს ლამინატი და რბილი ავეჯიც, შესაბამისად, თუ ახალ სახლში გადახვედით ან უბრალოდ ინტერიერის შეცვლა გაქვთ გადაწყვეტილი, შოურუმში  ყველაფერს იპოვით.

ლუსონის შოურუმი ქართული ბაზრის ერთ-ერთი უპირობო ლიდერია, რასაც განაპირობებს უმაღლესი ხარისხის პრემიუმ ბრენდები, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ აქ არის წარმოდგენილი.  წარმომადგენლების განმარტებით, ლუსონი არის გებერიტის პირველი ოფიციალური შოურუმი.  გებერიტი შვეიცარიული, მაღალტექნოლოგიური ბრენდია. ის ლიდერი კომპანიაა აბაზანის, კერამიკისა და  ჩასაშენებელი მექანიზმების მიმართულებით.  ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ  მხოლოდ აქ არის წარმოდგენილი ელ ბარკოს ესპანური ფილების ახალი კოლექცია. ფილიალი თანამშრომლობს გროესთან და მუდმივად ანახლებს ისვეას შოურუმს. ლუსონში შეხვდებით პერონდას ესპანურ ფილებსაც.

შოურუმში მუდმივად ხდება კოლექციის განახლება. სწორედ მომხმარებლის მხრიდან მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა ისიც, რომ ლუსონს დაემატა ლამინირებული იატაკი და რბილი ავეჯი.  შესაბამისად, აქ ნახავთ ყველაფერს, რაც თქვენს ინტერიერს განსაკუთრებულსა და გამორჩეულს გახდის. აქ მოსულ მომხმარებელს დახვდება ინტერიერის დიზაინერი, რომელიც მათ 3D დიზაინს გაუკეთებს. ეს მომსახურება უფასოა, რაც პროიდუქციის არჩევას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

ლუსონი მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს საუკეთესო ფასები შესთავაზოს. აქ 27 თებერვლიდან დაიწყო 40%-მდე ფასდაკლება აბაზანასა და ფილებზე, რომელიც 15 მარტამდე გაგრძელდება. თქვენ შეძლებთ კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: GROHE, IDEAL STANDARD, KUTAHYA, PERONDA.

ლუსონში ყოველ 2000 ლარზე მომხმარებელს გადაეცემა ფასდაკლების ბარათი, რომელიც  მომხმარებელს შეუზღუდავად, ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს. მნიშვნელოვანია საგარანტიო პირობები, რომელსაც პრემიუმ შოურუმი გვთავაზობს. მაგალითად, აქ შეძენილ სანტექნიკაზე მოქმედებს 5 წლამდე გარანტია.

ლუსონი არის სივრცე, სადაც წარმოდგენილია პროდუქცია ყველა გემოვნების ადამიანისთვის. მნიშვნელობა არ აქვს თქვენ რეტრო თუ ვინტაჟურ პროდუქციას ეძებთ, ან თანამედროვე ტიპის დიზაინს, აქ თქვენი გემოვნებისთვის შესაბამის პროდუქციას აუცილებლად შეარჩევთ.

ავტორი:

ლუკა წურწუმია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები