დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა

11-12-2023 17:58:51

Galt & Taggar-ის 4–8 დეკემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა.

საქართველოს ბანკის ჯგუფისა და Georgia Capital-ის ფასიანი ქაღალდები მინუსში გავიდა, ხოლო თიბისი ბანკის ჯგუფის აქციებმა კვირა პლუსში დახურა.

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 33.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.59% წინა კვირასთან შედარებით და - 4.24% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 171 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 32.95 - 35.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 45 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.09% წინა კვირასთან შედარებით და +1.46% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 222 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.60 - 27.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.02 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.20% წინა კვირასთან შედარებით და -1.38% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 102 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.85 - 10.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 31 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები