ლიეტვუის, ლატვიისა და ესტონეთის ენერგეტიკის მინისტრები სამშაბათს რიგაში კონტინენტური ევროპის სისტემასთან ბალტიისპირეთის ქვეყნების ენერგეტიკული სისტემების სინქრონიზაციაზე შეთანხმდნენ.
პროცესი 2025 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს.
„ამ შეთანხმების დამყარების დოკუმენტებს ხელი უნდა მოაწერონ ბალტიისპირეთის ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა და ენერგიის გადაცემის სისტემების ოპერატორებმა“, - განაცხადა ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრომ.
შეთანხმების ფარგლებში, ოპერატორებს მოეთხოვებათ 2024 წლის აგვისტოში აცნობონ თავიანთ პარტნიორებს ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ, რომ არ განაახლონ კონტრაქტი BRELL-ის ენერგეტიკული რგოლის მონაწილეებთან და სინქრონიზაცია მოახდინონ ევროპასთან 2025 წლის თებერვლამდე.
"ეს გადაწყვეტილება მიღებულ იყო რეგიონში გეოპოლიტიკური უსაფრთხოების შეცვლილი სიტუაციის გათვალისწინებით. ეს ადასტურებს ბალტიისპირეთის ქვეყნების ერთიანობას ენერგეტიკული უსაფრთხოების საერთო მიზნების მიღწევაში", - ნათქვამია განცხადებაში.
ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრმა დაინიუს კრეივისმა, რომელიც სამშაბათს რიგაში ლატვიის კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრს რაიმონდ ჩუდარსა და ესტონეთის კლიმატის მინისტრს კრისტენ მიხალს შეხვდა, განაცხადა, რომ ასეთი შეთანხმება აგვისტოს დასაწყისში უნდა გაფორმდეს.
მისი თქმით, მიზანი ორი დოკუმენტის გაფორმებაა: ერთი პრემიერ-მინისტრების, მეორე კი ბალტიის სამი ქსელის ოპერატორის დონეზე.
უახლესი