დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლიბერთი განათლებისთვის - ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის"  პროგრამა გრძელდება

ლიბერთი განათლებისთვის - ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" პროგრამა გრძელდება

15-03-2023 12:38:22

ლიბერთის და 'მერსი ქორფსის' ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გრძელდება მასშტაბური პროგრამა „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" (RDYE).
 
პროგრამის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და  800-მა ახალგაზრდამ მიიღო შესაბამისი ცოდნა საწარმოების მართვისა და განვითარების მიმართულებით.
 
ამჯერად, გამოცხადდა პროგრამის მეორე ეტაპი და გრძელდება სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან 18-35 წლის ახალგაზრდების რეგისტრაცია. ეს პროექტი, ხელს უწყობს ახალგაზრდა, დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს განავითარონ სამეწარმეო უნარები, შექმნან  ახალი ან გააფართოონ არსებული ახალგაზრდული საწარმოები. აღნიშნული პროექტი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მიიღონ შესაბამისი ცოდნა, მოიპოვონ დაფინანსება და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი.
 
რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ - ქართულ,  სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ან  QR კოდების მეშვეობით. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი.
 
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
 
პროექტის მხარდამჭერებია  ლიბერთი  და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
 
RDYE პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია:
 
Marker with solid fillქვემო ქართლი  რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა
Marker with solid fillსამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა
Marker with solid fillშიდა ქართლი  გორი, ქარელი, კასპი
Marker with solid fillმცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი

,,მერსი ქორფსის" შესახებ
,,მერსი ქორფსი" არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში. „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარება.

სს ლიბერთი ბანკის შესახებ
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები