დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ გამოხატა

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ გამოხატა

26-06-2023 16:12:55

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადების მიღება დასრულებულია და იმ კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც პორტის აშენების ინტერესი გამოხატეს, საზოგადოებას უახლოეს ხანებში აცნობებენ. 

„ანაკლიასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვას რაც შეეხება, განაცხადების მიღება ოფიციალურად 19 ივნისს დასრულდა. გიდასტურებთ, რომ ჩვენ რამდენიმე საერთაშორისო კომპანიისგან მივიღეთ განაცხადი. არის ინდივიდუალურად კომპანიები და არის კომპანიათა გაერთიანებები და კონსორციუმები. კომპანიების მიმართ გარკვეული შესაბამისობის კრიტერიუმები იყო მოთხოვნილი, მათ შორის ფინანსური მდგრადობის და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია.

ახლა, ამ ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება მიდის და საზოგადოებას უახლოეს ხანებში მივაწვდით ინფორმაციას, მათ შორის მონაწილე კომპანიების და მათი გამოცდილების შესახებ და ყველა იმ ინფორმაციას, რაც ჩვენ კომპანიების მხრიდან გამოვითხოვეთ. ამ ეტაპზე, საზოგადოებას მეტ ინფორმაციას, სამწუხაროდ, ვერ გავუზიარებთ, თუმცა, ჩვენი სააგენტო ინტენსიურად მუშაობს, ეს განაცხადები რომ დამუშავდეს, მაგრამ გეტყვით, რომ რამდენიმე განაცხადი იყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან მიღებული“, -განაცხადა დავითაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები