დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლევან დავითაშვილი  ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა

ლევან დავითაშვილი ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა

04-04-2023 16:49:13

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის -  ICAO-ს ევროპისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური რეგიონული ოფისის დირექტორს,  ნიკოლას რალოს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და„საქაერონავიგაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის  ხელმძღვანელი ლევან კარანაძე ესწრებოდნენ.

 

ნიკოლას რალომ ლევან დავითაშვილს მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურებისა და სპეციალისტების ICAO-სთან აქტიური, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვის კუთხით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ეს პროგრესი და განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურებს მიაღწიოს, რისი შესაძლებლობებიც ქვეყანას ნამდვილად გააჩნია.  „საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს რეგიონული ლიდერი" - აღნიშნა რალომ.

 

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა იმ აქტივობებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ხორციელდება როგორც სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების გაზრდის, ისე საავიაციო კანონმდებლობის  ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით. მისი თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მზარდია არამხოლოდ ავიარეისების აღდგენის დინამიკა, არამედ ახალი ავიაკომპანიების შემოყვანისა და ახალი მიმართულებების დამატებაზე მუშაობის ინტენსივობა.

 

ეკონომიკის მინისტრმა და ნიკოლას რალომ ასევე განიხილეს საავიაციო სფეროს დიჯიტალიზაციისა და ე.წ.  „მწვანე ავიაციის" განვითარების შესაძლებლობები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა ICAO-ს ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სქემის ეტაპობრივი დანერგვის პროცესში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები