დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Legro - სთან თანამშრომლობით შევძლებთ ლურჯი მოცვის ხარისხის გაუმჯობესებას და წარმოების ზრდას - ,,ლურჯი ბაღი"

Legro - სთან თანამშრომლობით შევძლებთ ლურჯი მოცვის ხარისხის გაუმჯობესებას და წარმოების ზრდას - ,,ლურჯი ბაღი"

27-11-2023 04:00:58

,,ლურჯი ბაღი” Legro - ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიაში განმარტავენ, რომ გლობალურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა ლურჯი მოცვის ხარისხი გააუმჯობესონ, გაზარდონ წარმოება და საერთაშორისო ბაზრებზე გაამყარონ პოზიციები. 

როგორც ,,ლურჯი ბაღიდან" Business Insider Georgia-ს აცნობეს, კომპანია Legro  -ს 1924 წლიდან აქვს გამოცდილება ნედლეულის წარმოებაში, ხოლო 30 წელია, აწარმოებს კენკროვანი კულტურებისთვის განკუთვნილ სუბსტრაქტს და საერთაშორისო ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს .

Legro - ს სუბსტრაქტებით გაშენებული ლურჯი მოცვის პლანტაციები ათასობით ჰექტარს აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აშშ, მექსიკა, პერუ, ჩილე, სამხრეთ აფრიკა , ევროპა, აღმოსავლეთ ჩინეთი და ავსტრალია - “Legro”-ს  მიერ წარმოებული სუბსტრაქტის მომხმარებელია.

,,Legro-ს ლურჯი მოცვისთვის განკუთვნილი სუბსტრაქტები მზადდება სპეციალურად შერჩეული ნედლეულისგან,მათი ჰაერგამტარი სტრუქტურა და უწყვეტი სათანადო დრენაჟი უზრუნველყოფს მაღალ, ეფექტურ, წვრილად განშტოებულ ფესვთა სისტემას, რომელიც შესაფერისია მოცვის ხანგრძლივი წარმოებისთვის და მცენარეს უნარჩუნებს საუკეთესო მდგომარეობას მრავალი წლის განმავლობაში. მსგავს კომპანიებთან თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ ხელი შევუწყოთ  ქართული მოცვის ლურჯი მოცვის ხარისხის გაუმჯობესებას, წარმოების ზრდას საქართველოში და საერთაშორისო ბაზრების დაკავებას", - აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, „ლურჯი ბაღი“ 2020 წელს შეიქმნა. კომპანიის საკუთრებაშია 10 ერთეული როგორც სასოფლო-სამეურნეო ისე სამშენებლო მძიმე ტექნიკა საქართველოს მასშტაბით, კომპანიას ჯამში 8 მსხვილი პროექტი აქვს განხორციელებული.

„ლურჯმა ბაღი" სენაკში, სოფელ ზანაში მოცვის პლანტაციებს ფლობს. კომპანიას სერტიფიცირება GLOBALG.A.P. და GRASP მოთხოვნების შესაბამისად ISO Consulting-ის დახმარებით წარმატებით აქვს გავლილი.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები