დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლაშა ხუციშვილმა EBRD-ის პრეზიდენტთან პარტნიორობის საკითხები განიხილა

ლაშა ხუციშვილმა EBRD-ის პრეზიდენტთან პარტნიორობის საკითხები განიხილა

13-04-2023 14:07:13

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოს შეხვდა.

ფინანსთა მინისტრმა და EBRD-ის პრეზიდენტმა მიმოიხილეს საქართველოში ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები და სამომავლო პარტნიორობის საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ EBRD გააგრძელებს ქვეყნის განვითარებისთვის პრიორიტეტული სექტორების მხარდაჭერას.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები