ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო ოპერაციების დირექტორს, ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლოს მიმართულებით, ლიონელ რაპაის შეხვდა.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა.
საუბარი შეეხო ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებს.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ბანკთან თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება ერთობლივი მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმართულებით და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში.
უახლესი
16 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა