დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლარი კვლავ გამყარებული რჩება, სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში ძლიერია - ნათია თურნავა

ლარი კვლავ გამყარებული რჩება, სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში ძლიერია - ნათია თურნავა

25-03-2024 12:41:00

ლარის გაცვლითმა კურსმა ისტორიული გამყარება აჩვენა, რამაც ინფლაციის შემცირების პოლიტიკაში დიდი წვლილი შეიტანა,- ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ლარი კვლავ გამყარებული რჩება და მთლიანობაში ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს, თუმცა მცირე რყევები შესაძლოა, ერთჯერადმა მსხვილმა ტრანზაქციებმა გამოიწვიოს.

„რაც შეეხება ჩვენი ვალუტის კურსს, ზოგადად ეს მხოლოდ ჩვენი შეფასება არ არის და არის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა ორგანიზაციების შეფასებაც, რომ, ლარის გაცვლითმა კურსმა ისტორიული გამყარება აჩვენა, რამაც ინფლაციის შემცირების პოლიტიკაში დიდი წვლილი შეიტანა. ლარი კვლავ გამყარებული რჩება და მოკლევადიან რყევებს, რომელიც ჩვენს ბაზარზეა დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებ, რადგან ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს, ჩვენი სავალუტო ბაზარი მცირეა და ეს რყევა შეიძლება ერთჯერადმა მსხვილმა ტრანზაქციებმა მოახდინოს. მთლიანობაში ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს, სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში კვლავაც ძლიერია, იქნება ეს ტურიზმი, თუ მომსახურების ექსპორტი თუ გზავნილი და ამ მხრივ დესტაბილიზაციას არ ველოდებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები