2022 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 14 098 შეადგინა, ხოლო განქორწინების ზოგადმა კოეფიციენტმა – 3.8 პრომილე. 2022 წელს განქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 38.2, ხოლო კაცებისთვის 40.8 წლით განისაზღვრა.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს განქორწინებების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (35.0 პროცენტი).
2022 წლის რეგისტრირებული განქორწინებების ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა განქორწინებისას შეადგენს 11.1 წელს, ამასთან, როგორც ქალებისათვის, ასევე კაცებისათვის, პირველი ქორწინებისას 11.9 წელს, ხოლო განმეორებითი ქორწინების შემთხვევაში - 3.5 წელს.
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება