2022 წელს ქვეყანაში 4.0 ათასი ღონისძიება ჩატარდა, აქედან 256 იყო გასვლითი (ქალაქის გარეთ). საზღვარგარეთ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობამ 79 ერთეული შეადგინა, რომელშიც 920 პირი მონაწილეობდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 112.3 პროცენტით გაიზარდა და 3 794 ერთეული შეადგინა. სპექტაკლების ნახევარზე მეტი (63.7 პროცენტი) ქ. თბილისში ჩატარდა.
2022 წელს ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა საერთო რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა და 547.0 ათასი შეადგინა. მაყურებელთა დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა ქ. თბილისი (64.8 პროცენტით), ხოლო მეორე ადგილზეა იმერეთი (10.0 პროცენტით).
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში 52 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან, 2 ერთეული იყო ოპერისა და ბალეტის, 41 - დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, 2 - ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა, ხოლო 7 - თოჯინების თეატრი. თეატრების უმრავლესობა (51.9 პროცენტი) ფუნქციონირებდა ქ. თბილისში, 15.4 პროცენტი -იმერეთში, ხოლო დარჩენილი 32.7 პროცენტი სხვა რეგიონებში.
უახლესი
7 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება