ჩვენს ქვეყანას უდიდესი პოტენციალი აქვს, რომ გააჩნდეს უამრავი პატარა აეროდრომი და ძლიერი საერთო დანიშნულების ავიაცია, - ამის შესახებ Aeroclub Aviator-ის დამფუძნებელი მერაბ გუმბერიძე აცხადებს, რომელიც საერთო დანიშნულების ავიაციის განვითარებისთვის მიძღვნილ ექსპედიციებში აქტიურად იღებს მონაწილეობას, რათა აეროდრომების მშენებლობისთვის ახალი ლოკაციები იყოს აღმოჩენილი.
ექსპედიცია, რომლის ინიციატორებიც Tsnori Airfield-ი და Aeroclub Aviator-ი არიან დღეს კახეთში განხორციელდა.
„ამის შემდეგ ხდება ის, რომ ვაპირებთ აეროდრომების გაკეთებას და მოლაპარაკებების დაწყებას, რადგანაც მონიშნული ადგილი შესაძლოა, რომელიმე კერო პირის საკუთრებაში იყოს.
ქვეყანაში აეროდრომების რიცხვი უნდა გაიზარდოს. პრობლემაა, რომ აეროდრომების რაოდენობა საკმარისი არ არის და შესაბამისად არ არის მისადგომები დასახლებულ პუნქტებამდე. ეს ყველაფერი კომპლექსურადაა მიბმული - არ არის აეროდრომი, განვითარების დონე დაბალია იმ კონკრეტულ მხარეში“, - განმარტავს Aeroclub Aviator-ის დამფუძნებელი მერაბ გუმბერიძე.
უახლესი