ვაპირებთ ახალ ბაზრებზე შესვლას. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ყაზახეთთან და ჩინეთთან და იმედი გვაქვს, რომ ევროპის ბაზარსაც წარმატებულად ავითვისებთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს (კახეთის ტრადიციული მეღვინეობა) KTW-ს შვილობილი „ნენას“ ქსელებისა და გაყიდვების მენეჯერმა ნანა შარიამ განუცხადა. მისი თქმით, კომპანიის პროდუქცია წარმატებულად იყიდება კანადაში, ბრიტანეთში, ლატვიასა და უკრაინაში. „შესაძლოა, 2024 წელს ყაზახეთისა და ჩინეთის ბაზარზე გავიდეთ. ასევე ჩვენი სამიზნე ბაზარია ევროკავშირი. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია მსხვილ ქსელებშია წარმოდგენილი“, - ამბობს ნანა შარია.
„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW) შვილობილი კომპანიაა „ნენა“ 2015 წელს შეიქმნა. „გვაქვს ორი საწარმო აჭარის მაღალმთიან რეგიონში ქედაში. მეორე საწარმოს ვფლობთ გურიაში, ჩოხატაურში. ჩვენ ვაწარმოებთ 40-მდე დასახელების პროდუქციას ჩოხატაურში და 30-მდე დასახელების პროდუქციას ქედაში. ქედაში ძირითადად ვაწარმოებთ ტყემალ-საწებლებს, ხოლო ჩოხატაურში კომპოტებს, მურაბებსა და ჯემებს“, - ამბობს კომპანიის ქსელებისა და გაყიდვების მენეჯერი. 2015 წელს „ნენამ“ წარმოება ტყემალ-საწებლის ხაზით დაიწყო, ხოლო შემდეგ დაემატა კომპოტები, მურაბები, ჯემები და 2022 წელს მარინადების ხაზი. „ერთ კომპანიას აქვს ფართო ასორტიმენტი და შესაძლოა, ეს ჩაითვალოს ჩვენს კონკურენტულ უპირატესობად. წარმოდგენილი ვართ ქსელებსა და უბნის პატარა მაღაზიებში“, - ამბობს ნანა შარია. „ნენას“
„ნენას“ ორივე ქარხანაში ასამდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი